20:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-01 12:38:17, 1145 ნახვა

სამხედრო
თურქეთში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა

რეგიონში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში - თურქეთის ქალაქ გირესუნში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა.

მასპინძელი ქვეყნის მინისტრმა კოლეგებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა ლევან იზორიამ, ნურეთინ ჯანიქლიმ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურეს. 

ერთობლივ პრესკონფერენციაზე კოლეგებმა სამმხრივი მინისტერიალის შედეგები შეაჯამეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, სამი ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონში სამაგალითოა.

„მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც თანამშრომლობის უფრო გაფართოებულ ფორმატებს ითვალისწინებს და ადექვატურად ასახავს იმ დინამიკას, რომელიც წლების განმავლობაში მივიღეთ და საუკეთესო საფუძველს გვაძლევს მომავალი განვითარებისთვის",- აღნიშნა იზორიამ.

ლევან იზორიამ თურქეთში ვიზიტი დედაქალაქ ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრით დაიწყო, სადაც მას თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა.

ანკარადან თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად სამმხრივ მინისტერიალზე დასასწრებად ქალაქ გირესუნში გაემგზავრა. ორდუ-გირესუნის აეროპორტში სპეციალურად მინისტრთან შესახვედრად თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები მივიდნენ. გირესუნისა და ორდუს ვილაიეთებში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის მოქალაქეებმა საქართველოს დელეგაციას გულთბილი და ემოციური დახვედრა მოუწყვეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics