14:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 18:00:58, 377 ნახვა

საზოგადოება
უკრაინელი ჯარისკაცები აჭარაში რეაბილიტაციის კურსს გადიან

20 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებმაც საომარი მოქმედებების დროს სხვადსხვა სხის დაზიანება მიიღეს რეაბილიტაციის 2 კვირიან კურსს სამედიცინო კორპორაცია“ევექსის“ ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე გაივლიან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედროებს უკვე ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო შემოწმება. დღეიდან ისინი ისარგებლებენ სხვადსხვა სახის პროცედურებით და ფსიქოლოგის კონსულტაციით.

ჯარისკაცების აჭარაში ჩამოსვლა საქართველოს შორმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის ვიზიტის დროს გადაწყდა.

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი ჯარისკაცები გაეცნობიან რეგიონის კულტურას, დაგეგმილია ტურები.

სამხედროებს აჭარის მთავრობა და უმაღლესი საბჭო მასპინძლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics