03:33 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 01:20:11, 20917 ნახვა

სპეციალური ანონსი
9 მარტის ანონსი

9 მარტს, 12:30 საათზე, ბათუმში, საწარმო „დარ კაპიტალში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფომაციო ცენტრის ბათუმის ოფისის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორი კატია კამერერი გახსნიან.    მის.: შანიძის ქ. #5 

9 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს წარადგენენ, რომელსაც მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურული ინსტიტუციების წარმომადგენლები, ლიტერატორები, მწერლები და გამომცემლები დაესწრებიან. 

9 მარტს, 14:00 საათზე, უზენაესი სასამართლოში მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე სახელმწიფოსთან და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მიმართებაში შემაჯამებელი სხდომა გაიმართება
მის.: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. #32, სხდომათა დარბაზი #7
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 29 12 02 

9 მარტს, 15:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მრავალშვილიან ოჯახებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და სოციალური პაკეტის მომზადების თაობაზე შეხვედრას გამართავს.
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics