|
2015-05-18 10:11:43, 425 ნახვა
სამართალი
შსს-მ გურჯაანში ბავშვების ცემის გამო ერთი პირი დააკავა
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი დავით თ. ოჯახში ძალადობის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს. " გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 2012 და 2014 წელს დაბადებულ გერებს. ხოლო საკუთარ შვილს 2011 წელს დაბადებულ საბა თ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი გერის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც, კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 126-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)