10:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-16 17:38:37, 461 ნახვა

საზოგადოება
აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა პარალიზებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, დიღმის მასივის შიდა გზებზე საცობებია.

ამის შესახებ ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება.

„თბილისი 2015“-ის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი სატესტო ველორბოლისთვის შემოღებული შეზღუდვების გამო, ავტომობილები დიღმის მასივის შიდა გზებით სარგებლობენ, რამაც გზებზე საცობები შექმნა.

ავტომობილებისთვის გადაადგილება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან "თბილისი მოლის" მიმართულებით არის გადაკეტილი. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

გარდა ამისა,  სრულად არის გადაკეტილი ლიუბლიანას ქუჩა. ასევე, მოძრაობა გართულებულია მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics