20:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 21:55:43, 1430 ნახვა

სამხედრო
ბენ ჰოჯესი: იყიდეთ ისეთი იარაღი, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა გახდეთ

„იყიდეთ ისეთი იარაღი, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა გახდეთ“- ამის შესახებ, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა, „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა აქტიურად გრძელდება როგორც ნატოს, ასე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.  

"ჯერ ერთი, ყველამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ საქართველოს გვერდში ვუდგავართ და რომ მზად ვართ ასეთი მოქმედებისთვის, თუ ამის საჭიროება ოდესმე შეიქმნა. ასევე გვინდოდა იმის გარკვევა, თუ რა დრო დასჭირდებოდა გარკვეულ მოქმედებებს,”- განაცხადა გენერალმა.

მისი აზრით, საქართველოს ზომისა და გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე,  უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანას თავდაცვის სწორი კონცეფცია ჰქონდეს. 

„საქართველოს საჰაერო ძალების ან შეიარაღების დიდი სისტემების ქონა - რომლის შენახვაც ქვეყანას გაუჭირდება - არ სჭირდება. ამის ნაცვლად, მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ თავის დაცვა შეძლოს იქამდე, სანამ მეგობრები დასახმარებლად ჩავლენ”,- განაცხადა ჰოჯესმა. 

გენერალმა საქართველოს თავდაცვის კონცეფციაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ  რუსეთის შესძლო თავდასხმის გამორიცხვა არ შეიძლება.

“შარშან საქართველოსთან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ქვეყანას რუსეთის შესაძლო თავდასხვამზე - და მოგეხსენებათ ამის გამორიცხვა არ შეიძლება. როგორ შეიძლება ლანდშაფტის, იარაღის სისტემების, წინაღობების, ნაღმების და მსგავსი მეთოდების გამოყენება იმისთვის, რომ [რუსეთს] საკმარისი ტკივილი მიადგეს და საქართველო მისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს“,- განაცხადა ჰოჯესმა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics