13:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 15:36:04, 484 ნახვა

საზოგადოება
უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ტურნირში „დინამოს“ გამარჯვებას გამოფენა მიეძღვნა

1980-1981 წლების სეზონის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ტურნირში თბილისის „დინამოს“ გამარჯვებას ეროვნულ არქივში გამოფენა მიეძღვნა.

ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა, ქართული ფეხბურთისათვის ამ მნიშვნელოვან თარიღზე სიტყვით გამოვიდნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, „დინამოს“ მაშინდელი კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე.

გამოფენას ეწვივნენ ვეტერანი ფეხბურთელები, რომელთაც საიბილეო პოსტერზე ხელმოწერები დატოვეს.

ექსპოზიციაზე „1981 წლის 13 მაისი - თბილისის „დინამო“ უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მფლობელი“ წარმოდგენილია ტურნირის მატჩების, მათ შორის ფინალის ამსახველი ფოტოები, „დინამოს“ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების შარჟები, საგაზეთო პუბლიკაციები, რომელიც ამ გამარჯვებას მიეძღვნა, ასევე, ბურთი, რომლითაც ტურნირის ფინალი ითამაშეს და თასის ასლი, რომელიც ქართველებმა იენას „კარლ ცაისთან“ ფინალური მატჩის მოგებით დაიმსახურეს. გამოფენის დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს ტურნირის მატჩების კინოკადრები.

გამოფენა ორგანიზებულია ეროვნული არქივისა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ.

ექსპოზიცია 22 მაისამდე გაგრძლდება. დასწრება თავისუფალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics