2015-05-13 14:38:09, 352 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო ელიმინაციის პროექტის დასაწყებად მოსახლეობას კვლევაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას C ჰეპატიტის რაოდენობრივ-თვისებრივი პარამეტრების დასადგენად კვლევაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია მოქალაქეების კვლევაში მონაწილეობის მიღება.
ამასთან, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მას შემდეგ დაიწყება, რაც კვლევა დამთავრდება.
„ელიმინაციის პროექტი დაიწყება მას შემდეგ, რაც დამთავრდება კვლევა, რომელიც მოგვცემს ზუსტ ინფორმაციას ავადობის რაოდენობრივ თვისობრივი პარამეტრების შესახებ. ეს კვლევა დაიწყო 11 მაისს, თბილისში გაგრძელდება 19 მაისამდე და მერე უკვე რეგიონებში გადაინაცვლებს, სადღაც აგვისტოს შუა რიცხებში დამთავრდება. ძირითადი ელიმინაციის გეგმა დამოკიდებული იქნება ამ კვლევის შედეგებზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოების ჩართულობა და მოტივაცია, რომ მიიღონ ამ კვლევებში მონაწილეობა. ამ ეტაპზე კვლევის დედააზრი ის არის, რომ 20 ჯგუფი ინტერვიუერების დადიან თბილისის სხვადასხვა რაიონებში მოსახლეობასთან ატარებენ შეხვედრებს და გამოიკვეთა შედეგი ორი დღის განმავლობაში, რომ საწუხაროდ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არის რეზიზტენტული, არ აწვდის მათ ინფორმაციას. ჩემი უმორჩილესი სათხოვარი იქნება, რომ ჩაერთოთ ამ კვლევაში. კვლევაში მონაწილეობის მიღება პრინციპულად მნიშვენელოვანია, რომ ელიმინაციის პროექტი დაიწყოს. ხვალ პირველი პაციენტები მიიღებენ მედიკამენტს. ეს იყო საწყისი ეტაპი, ხუთი ათასი პაციენტის მკურნალობის, რომელიც ჩვენ ვხოვეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაგვეწყო, იმიტომ რომ ეს ადამიანები მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ. ამიტომ ამ კვლევაში მონაწილეობის მიღება პრინციპულად მნიშვნელოვანია“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან