03:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 11:27:48, 446 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ 14 მოქალაქისთვის ძვირდაღირებული მედიკამენტები შეიძინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე, 14 მოქალაქის განცხადება დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც მოხდა განმცხადებლების მიერ მითითებული ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ზემოაღნიშნული მომსახურეობისთვის ამ ეტაპზე 5709 ლარი გამოიყოფა. სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამით სარგებლობა ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას შეუძლიათ, რომლებიც არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა კატეგორიაში და არ აქვთ სადაზღვევო კომპანიის პოლისი, ასევე ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელებთაც გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურეობა არ შედის სადაზღვევო პაკეტში.

ცნობისთვის, ბენეფიციარმა, დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინოს: განცხადება, განმცხადებლის პირადობის მოწმობის და დევნილის მოწმობის ქსეროასლები; სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა N 100.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics