08:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 18:40:26, 363 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ 7 ვეტერანს 500-500 ლარი გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედიშერ თოლორაიამ და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები თაიგულებით შეამკეს. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტრადიციულად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე შვიდ ვეტერანს წელსაც 500–500 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა. ასევე სიმბოლური თანხა, 200–200 ლარი მარჩენალ დაკარგულებსა და ზურგის მუშაკებს გადაეცათ. 

საქართველოს მთავრობისა და პრემიერ– მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ომის ვეტერანები - კარლო ლაგვილავა, ნიკოლოზ შარია, სერგო ბუკია და ვლადიმერ ანთია მედლებით დაჯილდოვდნენ და ომის ვეტერანის, საიუბილეო მოწმობები გადაეცათ. 

ამავე დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატრონაჟითა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში მარათონი გაიმართა. გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. 

ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით დღესვე მოეწყო გამწვანების აქცია მესხიას სახელობის უნივერსიტეტსა და კოსტავას ძეგლთან, სადაც ადგილობრივი თვითთმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს და ხეები დარგეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics