14:38 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 18:21:38, 1013 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ახალი მეთაური ჰყავს. უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაალ ზაალიშვილს საპატიო წესით დროშა გადასცა.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სერჟანტთა მომზადების ცენტრის ყოფილ მეთაურს სასწავლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა, ვიცე-პოლკოვნიკ ზაალ ზაალიშვილს, კი, ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ვიცე-პოლკოვნიკი ზაალ ზაალიშვილი შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის თანამდებობაზე 2004 წლიდან მსახურობს. მას საქართველოსა და აშშ-ში გავლილი აქვს ოფიცრის საწყისი, კაპიტნის საკარიერო და სამეთაურო-საშტაბო კურსები; ბოლო პერიოდში იკავებდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ანალიზის განყოფილების უფროსის თანამდებობას.

საზეიმო ღონისძიება სერჟანტთა მომზადების ძირითადი (ათეულის მეთაურის) და შუალედური (ოცეულის სერჟანტი) კურსების გამოშვების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა კურსდამთავრებულებს კურსის დასრულების სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადასცეს.

სერჟანტთა მომზადების ძირითად (ათეულის მეთაურის) კურსზე მსმენელებმა 14 კვირის განმავლობაში ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშები, ტაქტიკის საფუძვლები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები შეისწავლეს და ლიდერობის უნარ-ჩვევები აითვისეს. შუალედურ (ოცეულის სერჟანტის) კურსზე, კი, რომელიც 15 კვირას გაგრძელდა, მსმენელები ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, საპატრულო ოპერაციებსა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას დაუფლნენ. სალექციო ნაწილი სახმელეთო ნავიგაციას, ხელმძღანელობას, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებსა და ფსიქოლოგიურ მომზადებას მოიცავდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics