12:34 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 09:36:02, 523 ნახვა

სამხედრო
დასავლეთის სარდალმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დასავლეთის სარდალი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული მოინახულა, რომლებიც გერმანიის შეიარაღებული ძალების „ვილდფლეკენის“ სამხედრო ბაზაზე „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნას გადის.

პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების პროცესს გაეცნო. მან სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა და 24 ჯარისკაცი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" II და III ხარისხის მედლებით დააჯილდოვა. დასავლეთის სარდალმა გერმანული ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი უვე ბუშერი მედლით - „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.

„ვილდფლეკენის“ სამხედრო ბაზაზე ქართველი სამხედროები მომზადებას ივნისში დაასრულებენ. გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, ქართველი სამხედროები ინდივიდუალურ, ოცეულის და ასეულის დონის მომზადებას გადიან. ხუთთვიანი სწავლების განმავლობაში, ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნებიც უტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics