01:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 12:56:40, 555 ნახვა

საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდმა საინფორმაციო ცენტრ 118 08–სთან ხელშეკრულება გააფორმა

ადამიანით  ვაჭრობის (ტრეფიკინგის),  მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა საინფორმაციო ცენტრ 118 08–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც  ცენტრის თითოეული აბონენტი ავტომატურად, ხმოვანი შეტყობინებით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკონსულტაციო ცხელი ხაზის  ნომერს შეიტყობს.

 „აღნიშნული კამპანია 18, 21 და 23 აპრილს არის აქტიური. იმის გათვალისწინებით, რომ საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით დღეში დაახლოებით 7–8 ათასი ადამიანი სარგებლობს, აღნიშნული აქცია საკმაოდ ეფექტური იქნება. მსგავსი კამპანია გასული წლის დეკემბერში ოჯახში ძალადობის საკონსულტაციო ცხელი ხაზის რეკლამირების მიზნითაც განხორციელდა“, – განაცხადა ფონდის პრესმდივანმა ქეთი ბეროშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის აქციები სამომავლოდაც არის დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics