13:39 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 19:09:29, 789 ნახვა

Lifestyle
მშვენიერაძე მუსტაფა ემრე ჩაბუქზე: საქართველოს ხელისუფლება საშიშ და უთავმოყვარეო თამაშში ჩაერთო

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისა და დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები უარესია ვიდრე შევარდნაძის ძირგამომპალი ხელისუფლების მიერ რუსეთისათვის ჩეჩნების გადაცემის საქმე, - ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც მშვენიერაძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება საშიშ და უთავმოყვარეო თამაშში ჩაერთო.

"ჩვენი, თუნდაც მყიფე, დემოკრატიულობა იმით არის ფასეული, რომ თავისუფალი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ხედავდნენ საკუთარი მომავლის იმედს და თავს გრძნობდნენ ბევრად უსაფრთხოდ, ვიდრე საკუთარ ავტორიტარულ სახელმწიფოებში. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან ცუდ, საშიშ და უთავმოყვარეო თამაშში ჩაერთო და ადამიანებს, რომელთაც დევნიან საკუთარი სიტყვის გამო არა თუ იცავს, არამედ ავტორიტართა სამსჯავროებს გადასცემს", - წერს მშვენიერაძე.

ცნობისთვის, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხადებენ, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

რაც შეეხება, დემირელის კოლეჯის თანამშრომელს მუსტა ემრე ჩაბუქს, ის თბილისში, 24 მაისს დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics