21:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 13:23:13, 1855 ნახვა

კომენტარი სამხედრო
პრემიერი ჯარისკაცებს: არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა

„ყოველთვის გახსოვდეთ და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ და უერთგულეთ იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეებს გამოატარა ჩვენმა წინაპარმა“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯარისკაცებს თავისუფლების მოედანზე, სადაც სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა.

„ჩვენ ვზეიმობთ ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმთავრეს დღესასწაულს. ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფას დღეს. ვულოცავ მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს. ყველა ჩვენს თანამემამულეს.

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე განსაკუთრებული და გამორჩეულად ამაღლებულია ჩვენი წვევამდელებისთვის, რომლებმაც, სწორედ ასეთ საზეიმო დღეს დადეს საქართველოს ერთგულების ფიცი და ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში. არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა. გილოცავთ ყველას ფიცის დადებას და ჯარისკაცის საპატიო მისიის დაწყებას. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად ემსახურებით საქართველოს და ღირსეულად ატარებთ ქართველი მეომრის სახელს. ჩვენო ჯარისკაცებო, მე ვისურვებდი, რომ ვაჟკაცობა, მეგობრობა, ერთგულება, ერთმანეთის გატანა, მოყვასის სიყვარული მუდამ თქვენი მეგზური ყოფილიყოს. ყოველთვის გახსოვდეთ და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ და უერთგულეთ იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეებს გამოატარა ჩვენმა წინაპარმა და ჩვენი ერის ზნეობრივ კოდექსად იქცა.

დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ, იცავენ მშვიდობას მსოფლიოში. განსაკუთრებული პროფესიონალიზმისა და სიმამაცისთვის საერთაშორისო აღიარება დაიმსახურეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics