12:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 12:13:07, 675 ნახვა

სამხედრო
ჯეიმს მატისი: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ მატისის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გამოუგზავნა.

„პატივცემულო მინისტრო, ჩემთვის პატივი იყო თებერვლის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე თქვენთან შეხვედრა. დიდად ვაფასებ თქვენი ერის მტკიცე ერთგულებას ჩვენი საერთო დემოკრატიული ფასეულობებისადმი და საქართველოს მიერ ავღანეთის ბრძოლის ველზე ჩვენთან ერთად გაღებული ფასდაუდებელი თავგანწირვისადმი. თქვენი ქვეყნის წვლილი გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო პარტნიორობის ძლიერ მაგალითს წარმოადგენს.

მე დიდი პატივით მოვისმინე თქვენი შთამბეჭდავი და კარგად დასაბუთებული პრეზენტაცია საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის საკითხებზე და აღნიშნულის განხორციელების პროცესში თქვენი ძალისხმევის პროგრესზე. სიახლე რასაკვირველია საკმაოდ რთული, მაგრამ აუცილებელი კომპონენტია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციისათვის. თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში. მნიშვნელოვანია, თქვენს მიერ არჩეული კურსი და პრინციპებისადმი ერთგულება.

მიუხედავად არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს მსოფლიო სტაბილურობისადმი მხარდაჭერას. ჩემთვის პატივია, რომ თქვენი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს და ველი ახლო მომავალში თქვენთან მორიგ შეხვედრას“, - ნათქვამია ჯეიმს მატისის წერილში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics