00:46 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 13:40:52, 2302 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: ბრალდება ბრალდებულს პირადი ინფორმაციით ემუქრება

" ბრალდება ბრალდებულს პირადი ინფორმაციით ემუქრება, რომელსაც შემხებლობა არ აქვს დანაშაულის მომზადებასთან",-ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ  სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის სხდომის დახურვას ეწინააღმდეგება.

"ყველა გამოკითხვით უმრავლესობა მხარს უჭერს მამა გიორგი მამალაძეს, რისიც ეშინიათ",-აღნიშნა ადვოკატმა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას მოუწოდა, შუამდგომლობა სამართლებრივად დაესაბუთებინა და ემოციებისგან თავი შეეკავებინა.

"ემოციები შეიძლება რაღაც ფორმით დავუშვათ ბრალდების მხრიდან, მაგრამ თქვენ ადვოკატი ბრძანდებით, თავი შეიკავეთ",-მიმართა მოსამართლემ.

თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და მზადაა, გასაჯაროვდეს მისი პირადი მიმოწერა, თუ  ის საქმესთან შემხებლობაშია.

მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდაა გასული. სხდომა ნახევარ საათში განახლდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics