00:46 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 12:03:05, 1968 ნახვა

სამართალი კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: არის საკითხები, რომელთა გასაჯაროვებაც შეიძლება, ზიანის მომტანი იყოს

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ერთის მხრივ, უნდა მოხდეს ე.წ. ციანიდის საქმის ობიექტურად განხილვა  და მეორე მხრივ, დაცული უნდა იყოს გიორგი მამალაძისა და სხდომის მონაწილეთა ინტერესები.

რაც შეეხება იმას, უნდა დაიხუროს თუ არა არსებითი განხილვის სხდომები, ქარჩავა ამბობს, რომ

მხარეთა პოზიციები წარმოაჩენს, რამდენად იყო დასაბუთებული, ან დაუსაბუთებელი დახურვის მოთხოვნა,  რის შემდეგაც შეეძლებათ ანალიზის გაკეთება.

 "დასაბუთებას მოვისმენთ ორივე მხარისგან. მომხრე ვართ, მოხდეს ობიექტური განხილვა. არის საკითხები, რომელთა გასაჯაროვება შეიძლება ზიანის მომტანი იყოს.

კარგი იქნება არგუმენტები ბოლომდე მოვისმინოთ და შემდეგ შევაფასოთ",-აღნიშნა ქარჩავამ.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართება.  პროკურატურა დღეს საქმეზე არსებითი სხდომების სრულად დახურვას მოითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics