00:46 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 17:14:02, 1898 ნახვა

სამართალი კომენტარი
ლაშა თორდია: ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ ასე მარტივად დასრულდება ეს ყველაფერი

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, ის გამოძიებას სრულ უნდობლობას უცხადებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნა, რომელზეც აუდიტორები დღესაც მუშაობენ და რომელსაც ოთარ ფარცხალაძესთან მომხდარი ინციდენტი უკავშირდება, აუცილებლად გამოქვეყნდება.

თორდიას განმარტებით,  იმ მუხლით, რითაც სავარაუდო  დანაშაულის  კვალიფიკაცია მოხდა, კამერების ამოღება ნებადართული არ არის. მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად გამოძიების ჩატარება არ სურთ:

„კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ მომხდარ ინციდენტზე, ვისაუბრეთ დასკვნაზე. აუდიტორები დღესაც მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა მტკიცებულება მოიპოვონ და გახდეს საჯარო. ორშაბათ, სამშაბათს ამ დასკვნასთან დაკავშირებით ცალკე შეხვედრა გაიმართება. აქ საუბარია ამ ინსტიტუციის არსებობა არ არსებობაზე. ეს ნიშნავს თავდასხმას ინსტიტუციაზე, რომლის მთავარი ფუნქციაა კორუფციული, თუ არაეფექტური ხარჯების გამოვლენა. გამოძიებას სურს არ დასრულდეს და არ შედგეს გამოძიება.  იმ მუხლით, რითიც მოხდა კვალიფიკაცია ამ დანაშაულის, კამერების ამოღება ნებადართული არ არის. ისინი მიმართავენ სასამართლოს და სასამართლო უარს იტყვის. ამასობაში ეს კამარები წაიშლება. საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანებს გამოძიების ჩატარება არ უნდათ. ეს მიმართულია მხოლოდ ჩემი დისკრედიტაციისაკენ“,-განაცხადა ლაშა თორდიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics