00:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 15:52:14, 1842 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: ჰერბერტ ზალბერის საქციელს ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად გამოცხადება

დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს. 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე არ უნდა დაელოდოს ბრიუსელის რეაგირებას და ზალბერის უკან გაწვევა უნდა მოითხოვოს.

„ასეთ შემთხვევაში ჩვენ მორჩილად არ უნდა  დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა. დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენობის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა“, - განაცხადა ზურაბშვილმა.

მისივე თქმით, ზალბერის საქციელს ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად  გამოცხადება, რაც ყველასთვის გაფრთხილება იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics