2017-05-09 11:03:22, 2165 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
„ღამის მგლების“ ბაიკერი: სტუმრად მოვედით ქვეყანაში, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს
რუსული ბაიკერ-კლუბის „ღამის მგლების“ წევრმა ვაკის პარკში ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ სტუმრად მოვედით ქვეყანაში, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და მრავალი წელია ჩამოვდივარ. ჩვენ დღეს მივდივართ და არ შეგვეძლო აქ არ შემოგვევლო და პატივი არ მიგვეგო გმირებისთვის. მე პოლიტიკოსი არ ვარ, უბრალოდ პატივს მივაგებ ჩვენს გმირებს“, - განაცხადა ლეონიდ მურაშკინმა.
ცნობისთვის, ვაკის პარკში რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ წევრი მივიდა. ბაიკერმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. აღსანიშნავია, რომ მას არც ე.წ. გეორგიევსკის ლენტი და არც რუსეთის დროშა არ ჰქონდა. ამასთან, მოქალაქემ ბაიკერს მაისური აჩუქა წარწერით - „საქართველო“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან