14:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 16:31:13, 2117 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: წინა ხელისუფლებამ ქუთაისში პარლამენტი იმიტომ გადმოიტანა, რომ ჭირივით ეშინოდათ მიტინგების

„წინა ხელისუფლებამ პარლამენტი ქუთაისში იმიტომ გადმოიტანა, რომ ჭირივით ეშინოდათ მიტინგების, რომელიც თბილისის პარლამენტის შენობის წინ იმართებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის საყოველთაო განხილვისას დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან კონკრეტული მიზნები ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები ქუთაისთან განვითარებასთან  მიმართებით და ამაზე არაერთხელ  ვისაუბრეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ხედვა. არ მინდა ისევ პოლიტიკაში შევიდე, მაგრამ რაც შეეხება წინა ნაბიჯს, წინა  ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი,  ამოცანა ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამის მიზანი არ იყო ქუთაისის  განვითარება. ყველამ ვიცით რატომ გადმოიტანეს ქუთაისში პარლამენტის შენობა. იმიტომ რომ  ჭირივით ეშინოდათ მიტინგების, რომელიც იმართებოდა თბილისის პარლამენტის  წინ.  ეს იყო რეალური მიზანი ყველამ იცის ეს. ყველამ იცის რა იყო ამ ნაბიჯის მიზანი. ჩვენი ნაბიჯების და გეგმების მიზანი არის ქუთაისის რეალური განვითარება. ქუთაისის რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს სწორედ  ის ამბიციური გეგმები და   განსაკუთრებით საუნივერსიტეტო პროექტი, რომელზეც არამარტო არის საუბარი დაწყებული, მუშაობაა დაწყებული ამ ყველაფერზე  და უახლოეს წლებში დადგება  კონკრეტული შედეგი. ეს შედეგი იქნება გამოხატული კონკრეტულ რაოდენობაში სტუდენტების, მოზიდული პროფესორების და ა.შ. წინა ხელისუფლებას  ჰქონდა მარტივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მოეშორებინა თბილისში საპროტესტო ტალღა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics