2017-05-05 16:29:04, 2331 ნახვა
სამართალი კომენტარი
გიორგი ფანცულაია: სხდომის დახურვაზე სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას შეფასებით, წინასასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"სხდომის დახურვას რაც შეეხება, უსუსური შუამდგომლობები ჰქონდა ბრალდებას წარმოდგენილი საქმის დახურვასთან დაკავშირებით. წინასასამართლო სხდომის დახურვის თაობაზე სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიღო",-აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.
ამ წუთებში ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.
მხარეებმა გარკვეული შუამდგომლობები დააყენეს, რომელსაც მოსამართლე განიხილავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან