22:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 12:44:44, 630 ნახვა

სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის ბაზაზე ინსპექცია ჩაატარეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს ჯგუფმა გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზა „მანჰაიმზე" ინსპექცია ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.

ქართველ სამხედრო ინსპექტორთა ათკაციანმა ჯგუფმა, რომელშიც ვერიფიკაციის სამმართველოს წარმომადგენლების გარდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული, აშშ-ის არმიის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და ტექნიკა აღრიცხეს.

ქართველმა სამხედრო ინსპექტორებმა ქვედანაყოფის განთავსების გეგმა შეამოწმეს და მონაწილეობა საწვრთნელ-სავერიფიკაციო ღონისძიებაში მიიღეს, რომელიც ევროპაში აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და ბუნდესვერის სავერიფიკაციო ცენტრს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

დაგეგმილი საინსპექციო ღონისძიება მიზნად ქართველი სამხედრო ინსპექტორების მხრიდან ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისთვის მსგავსი სავერიფიკაციო ღონისძიებების ჩატარების დროს თანხლების და ინსპექტირების საკითხებში გამოცდილების გაზიარებასაც ისახავდა.

საქართველო „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულებას 1992 წლიდან შეუერთდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს სამხედრო ინსპექტორები ანალოგიურ ღონისძიებას სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე ხშირად ახორციელებენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics