2017-05-04 12:38:03, 2059 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: თუ პრემიერი საკადრო ცვლილებების საჭიროებას დაინახავს, მის განხორციელებას წინ არაფერი დაუდგება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მტკიცებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება და ამ თემაზე საუბარი მედიის ჰობია.
თუმცა, ამავდროულად, ჯეჯელავა ამბობს, რომ თუ პრემიერი ცვლილებების საჭიროებას დაინახავს, მის განხორციელებას წინ არაფერი დაუდგება:
„როგორც ჩანს, მედიის ჰობია, რომ ამაზე ისაუბროს. სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება და არანაირი კონკრეტული გეგმები ამ მიმართულებით არ არის, თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერ მენეჯერს უნდა ჰქონდეს თავისი უფლება, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს და თუ პრემიერი დაინახავს ასეთი ცვლილებების საჭიროებას, არაფერი დაუდგება წინ იმას, რომ განხორციელდეს. ამ ეტაპზე ასეთი გეგმები არ არსებობს“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან