2017-05-04 12:14:32, 1889 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: საინტერესოა, არჩევის რომელი მოდელის შემთხვევაში ხედავს მარგველაშვილი თავს წარმატებულად
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას აინტერესებს, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის არჩევის რომელი მოდელის შემთხვევაში ხედავს, რომ წარმატებას მიაღწევს.
„ძალიან საინტერესოა, არჩევის რომელი მოდელის შემთხვევაში ხედავს ახლანდელი პრეზიდენტი თავის თავს წარმატებულად, ანუ საჯარო არჩევნების შემთხვევაში ხედავს, რომ მიაღწევს წარმატებას, თუ საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში. ჩემი აზრით, ეს საკითხი ძალიან საინტერესოა“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება გრძელვადიან განვითარებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, ჯეჯელავას შეფასებით, თუკი ქვეყენა საპარლამენტო რესპუბლიკას ირჩევს, ამ მიმართულებით თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან