2017-04-28 12:58:01, 2346 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით უსუფაშვილის პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
პარლამენტის ყოფილის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ახალი პარტია თვითმმართველობის არჩევნების ფონზე შეიქმნება.
როგორც უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და მერობის კანდიდატიც ეყოლება.
„თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად შეიქმნება ცენტრისტული პარტია. ახალი პარტია ახლებურად უნდა გაკეთდეს. აქცენტს ჯერ საქმეზე გავაკეთებ და შემდეგ პიროვნებებზე, რომლებიც ამ საქმეს შეასრულებენ. გვინდა ერთმანეთი არჩევნებზე გამოვცადოთ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დროს საზოგადოებას ჩვენი ხედვები გავაცნოთ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან