05:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 19:08:52, 2028 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე პრეზიდენტის არჩევის წესზე: თუ პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს, შეიძლება გადაწყვეტილებები გადაიხედოს

 „დღევანდელი მოცემულობით გათვალისწინებულია 2018 წელს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, ხოლო პროპორციული არჩევნების ჩატარება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2018 წლიდან იგეგმება.

რაც შეეხება  საბოლოო ვადებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს შეიძლება სხვადასხვა გარემოებაზე იყოს დამოკიდებული.

„გავაგრძელებთ მსჯელობას პარლამენტის შიგნით და ამ მსჯელობის საფუძველზე იქნება საბოლოო დოკუმენტი მიღებული პარლამენტის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რა გარემოებამ შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მმართველი გუნდის ხედვა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით განსხვავებულია, თუმცა მიდიან პოლიტიკურ კომპრომისზე და რამდენიმე წლით ტოვებენ სისტემას, რომელიც მიაჩნიათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არასწორია.

კობახიძის განცხადებით, თუ ეს პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს, ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილებები გადაიხედოს.

„ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გადავიდეთ საბოლოო ჯამში არაპირდაპირი არჩევის წესზე. ასეთია ჩვენი ხედვა სისტემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას პირდაპირი წესით, ესაა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი, მთავარია, ამ კომპრომისმა არ დაკარგოს თავისი აზრი. ჩვენი ხედვა განსხვავებულია პრეზიდენტის არჩევის წესზე. ჩვენ მივდივართ კომპრომისის გამო ამ კონკრეტულ ნაბიჯზე, ვტოვებთ 7 წლით იმ სისტემას,  რომელიც მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არასწორია. ამას ვაკეთებთ საერთო პოლიტიკური კომპრომისის ჭრილში. თუ ეს საერთო პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს, შეიძლება გადაიხედოს ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics