22:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 18:30:55, 1870 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ნატო-ს წევრობისთვის ამზადებს

„საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ამზადებს ნატო-ს წევრობისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 25 მაისს ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს მინი-სამიტი მთლიანად უკავშირდება აშშ-ისა და ალიანსის სხვა წევრების შემდგომი ურთიერთობების განხილვას და პოზიციების შეჯერებას.

მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი - მონტენეგროს წევრობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც ღია კარის პოლიტიკის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი სიგნალია ყველასათვის.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ნატო და ალიანსის წევრი ქვეყნები ღიად აფიქსირებენ მხარდაჭერას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ და დღეს საქართველოს გააჩნია ნატოში ინტეგრაციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი.  
 
„ჩვენი პრაქტიკული ინსტრუმენტებია პირველ რიგში, ყოველწლიური ეროვნული გეგმა, ნატო-საქათველოს კომისიის ფორმატი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. არსებითი პაკეტი საქართველოს ხდის სრულად თავსებადს ნატოსთან და ასევე აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას, რაც ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ წინაპირობას წევრობისთვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხზე, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო ამ პროცესს უდგება პრაგმატულად და მუშაობს პრაქტიკულად, როგორც შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების, ასევე ალიანსში კონსესუსის მიღწევის საკითხებზე.
 
მინისტრის შეფასებით, საქართველოს ნატოსთან აქტიური დღის წესრიგი აქვს, ამის დასტურია 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები. მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოში გასამართ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას და ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics