09:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 17:12:52, 993 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ შვედ ხალხს მიუსამძიმრა

ლევან იზორიამ საქართველოში, შვედეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა სტოკჰოლმის ცენტრში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და შვედეთის ხელისუფლებას, შვედ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

 „გამოვხატავ ღრმა მწუხარებას შვედეთში მომხდარი ტერაქტის გამო, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, შვედ ხალხს. მწამს, რომ შვედი ხალხი ამ ტრაგედიას სიმტკიცით დაძლევს“,-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

ცნობისთვის, შვიდ აპრილს, შვედეთის სამეფოს დედაქალაქის ცენტრში, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა თხუთმეტი ადამიანი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics