16:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 11:50:04, 1942 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: დროა, ოკუპაციის ხაზით დაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობა აღდგეს

„დროა, ოკუპაციის ხაზით დაყოფილ საზოგადოებას შორის აღდგეს ნდობა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა პროვოკაციული ქმედებების ნაცვლად, ხელი შეუწყოს შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ.  საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში ასეთი სამართლებრივი ნორმების დარღვევით ჩატარებულ ქმედებას არ აღიარებს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა შედეგი დადგა ე.წ.  საპრეზიდენტო არჩევნებზე და რეფერენდუმზე. საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება არასდროს ასეთი ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ ქმედებას და საერთაშორისო საზოგადოება ყოველთვის იქნება ერთგული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, როგორც ეს გაცხადებულ იქნა ძალიან ბევრ ოფიციალურ განცხადებაში“,-აღნიშნა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად დგამს ნაბიჯებს როგორც საერთაშორისო ფორმატში, ასევე შერიგების პოლიტიკის მიმართულებით და ეს ასეც გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics