17:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 18:33:24, 2171 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბესელია პრეზიდენტს: როცა უმრავლესობას აღიქვამთ უკვე სერიოზულ პრობლემად, აქ დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ

„მოგმართავთ ბატონო პრეზიდენტო, არა ჩაკეტილი, არამედ გახსნილი, არა დიალოგზე უარის მთქმელი, არამედ დიალოგისა და მეტი დემოკრატიის, მეტი წინსვლის, მეტი პროგრესის, მეტი რეფორმებისთვის მზაობის მქონე კოლეგების და კომიტეტის სახელითაც“,-ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია დებატების ფორმატში საქართველოს პრეზიდენტს.

„როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას აღიქვამთ არა მხოლოდ თეორიულ საფრთხედ, არამედ უკვე სერიოზულ პრობლემად, აქ დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ. ან ეს მოწოდება ხდება ისეთივე ფორმალური, როგორც წინასწარ დაანონსებული ვეტოს ფონზე-მოდი დავილაპარაკოთ, ხვალ როგორ დავადოთ ვეტო განსაკუთრებით ისეთ კანონებს, რომელიც ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიების მატარებელ სისტემურ ხედვას ეხება. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ამ გამოსვლაში მოგვესმინა, რომ სასამართლო დღეს კი არ არის კრიზისში, იყო კრიზისში და გამოვიყვანეთ ამ კრიზისიდან“,-მიმართა ბესელიამ პრეზიდენტს.

ამასთან, ბესელიამ პრეზიდენტს შეახსენა, რომ სწორედ 2013 წელს პირველად „ქართულმა ოცნებამ“  მიიღო  პარლამენტში დადგენილება სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების თაობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics