22:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 14:31:38, 857 ნახვა

სხვადასხვა
ამსტერდამში გეი წყვილზე თავდასხმა დეპუტატებმა ხელჩაკიდებით გააპროტესტეს- ვიდეო

ამსტერდამში ხუთი მოზარდი, რომელიც ნაცისტურ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდნენ ქუჩაში მოსეირნე გეი წყვილს თავს დაესხა. როგორც "ტელეგრაფი" იუწყება, მოზარდებმა მამაკაცებს ცემა დაუწყეს და მიიმალნენ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ხუთივე მოზარდი დააკავა და ისინი იზოლატორში არიან მოთავსებული. "ევრონიუსის" ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი ის იყო, რომ გეი წყვილს ერთმანეთზე ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული.

BBC-ის ცნობით, მომხდარმა ნიდერლანდებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. როგორც ამსტერდამში ასევე სხვა ქალაქებში მოეწყო ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი მარშები.  

პროტესტის ნიშნად, ნიდერლანდების პარლამენტის წინ, დეპუტატმა მამაკაცებმა ერთმანეთს ხელი მოკიდეს და პარლამენტის შენობაში ისე შევიდნენ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტტეს განცხადებით, მისი ქვეყანა ვერ მოითმენს ჰომოფობიის გამოვლინებას და ის "ძირშივე აღიკვეთება"

დაკავებულ მოარდებს, ხულიგნობა, ჯგუფური თავდასხმა და სხეულის მძიმე დაზიანება ედებათ ბრალად.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics