09:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 12:28:10, 2178 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: დღის განმავლობაში გაირკვევა, პრეზიდენტის მოხსენებას რომელი მინისტრები დაესწრებიან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დღის განმავლობაში გაირკვევა თუ რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინაროებს.

"რამდენადაც ვიცი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი ესწრებიან პრეზიდენტის მოხსენებას. თუ კონკრეტულად რა შემადგენლობა იქნება, ვფიქრობ, რომ ეს დღის განმავლობაში დაზუსტდება", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება დებატების ფორმატს, მინისტრის თქმით, პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს დებატები.

"ვფიქრობ დებატები იქნება კონსტრუქციული, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული. საკითხების წინასწარ განსაზღვრა რთულია", - აღნიშნა სერგეენკო. 

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს ქუთაისის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. სხდომა დებატების ფორმატში სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და რამდენიმე მინისტრი დაესწრება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics