|
2017-04-03 15:59:21, 2275 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: მივესალმებით, რომ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, მოეწყოს გაცხოველებული დებატები
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას მიესალმება. როგორც დოლიძემ აღნიშნა, დემოკრატიულ ქვეყანაში პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრია. "მაშინ, როცა საუბარია, რომ "ქართულ ოცნებას" თავი მიჰყავს თვითიზოლაციისკენ ჩვენ მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, მოეწყოს შინაარსობრივი, გაცხოველებული დებატები",- განაცხადა ანა დოლიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტი საკუთარ ანგარიშში ყურადღებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს, მათ შორისაა სასამართლო სისტემა, სოციალური თემები და ეკონომიკა.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)