08:20 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 14:38:53, 1938 ნახვა

კომენტარი
ალავიძე: ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ თვითმმართველი ქალაქებისთვის 40 მილიონიანი ხარჯი გასწიოს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდის შედეგად, საბიუჯეტო ხარჯები 40 მილიონი ლარით გაიზარდა.

როგორც ალავიძემ აღნიშნა, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თვითმმართველი ქალაქებისთვის მსგავსი ხარჯი გასწიოს, მინისტრის თქმით, თანხები შესაძლოა რეგიონებში გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე დაიხარჯოს.

ალავიძის თქმით, საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მსჯელობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაგრძელდება. 

„თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდის შედეგად, საბიუჯეტო ხარჯები 40 მილიონი ლარით გაიზარდა. ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მსგავსი ხარჯი გასწიოს თვითმმართველი ქალაქებისთვის, მაშინ, როდესაც შესაძლებელია ეს თანხები დაიხარჯოს რეგიონებში გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად", - აღნიშნა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ცვლილებებზე მუშაობს, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას ითვალისწინებს. შესაბამისი კანონპროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა მოამზადოს. 

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შესაძლო შემცირებას საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები აპროტესტებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics