04:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 14:28:05, 2937 ნახვა

სამართალი კომენტარი
თამარ ალანია: ჩემი გამოცდილება მაძლევს უფლებას, განვაცხადო პრეტენზია სტრასბურგის მოსამართლეობაზე

სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის თამარ ალანიას განცხადებით, მას აქვს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ იყოს მოსამართლე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ალანია მოსამართლეთა შერჩევის პროცესისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გახანგრძლივდა 13 აპრილამდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ კანდიდატთა განცხადებების მიღების ვადა, ალანია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„მე რომ არ ვაფასებდე ჩემს შესაძლებლობებს და იმ შანსებს, რაც გამაჩნია, არ შევიტანდი ჩემს განაცხადს, ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებდი. მე ვარ მოქმედი მოსამართლე, რომელსაც გააჩნია 11-წლიანი გამოცდილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მაქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მუშაობის გამოცდილება იურისტად. მე გავიარე სპეციალური კონკურსი, რომელიც ჩაატარა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ და იქ გავიმარჯვე. 6 თვის განმავლობაში ვიყავი მივლინებული სტრასბურგის სასამართლოში სამუშაოდ. ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას, რომ განვაცხადო პრეტენზია აღნიშნულ თანამდებობაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ალანიამ. 

შეგახსენებთ, სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.

საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics