22:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 12:55:44, 1495 ნახვა

საზოგადოება სხვადასხვა
ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა

იტალიის ქალაქ პიზაში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა. 

ხეცურიანმა რაპირაში მოპოვებულ ბრინჯაოს, ხმალში ოქროს მედალიც მიამატა და საქართველოში 2 მედლით დაბრუნდა. 

ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში გერმანელი მეტოქე ანგარიშით 15:4 დაამარცხა. ეს ირმა ხეცურიანის უკვე მეხუთე ოქროა კარიერაში. 

აღსანიშნავია, რომ რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი - ნინი თიბილაშვილიც დაეუფლა. 

პარასპორტსმენები თბილისში დღეს დაბრუნდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics