15:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 15:33:47, 2056 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ოთარ კახიძე: წულუკიანი პოლიტიკური სიძულვილით არის გამსჭვალული ოპონენტების მიმართ

,,სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც არ აქვს ის უნარ-ჩვევები, რომელიც ამ კონკურსის გამართვას სჭირდება’’,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, წულუკიანი ვერ ახერხებს მიუკერძოებელი კონკურსის ორგანიზებას.

,,თეა წულუკიანი არის პოლიტიკური სიძულვილით გამსჭვალული ოპონენტების მიმართ და ყველა ის პირი, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობებზე იყო მას პირად მტრად მიაჩნია. ცხადია, ის ვერ ახერხებს მიუკერძოებელი კონკურსის ორგანიზებას. აგრეთვე, იგი, როგორც მენეჯერი არ გამოირჩევა ნიჭიერებით და შესაბამისად, ვერ მართავს ამ პროცესს იმგვარად, რომ სტრასბურგმა ერთხელ უკვე მოგვიბრუნა სია, რაც დიდი სირცხვილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მენეჯმენტში არის როგორც ჩანს პრობლემები და ეს პოლიტიკოსი ქალბატონი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ ელემენტარულ მოვალეობასაც კი’’,- განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics