07:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 15:19:04, 1816 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ლევან ვარშალომიძე: ბათუმში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ცალსახად ხელისუფლებას ეკისრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ვარშალომიძე ბათუმში, მიმდინარე  წლის 11 მარტს განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და მასზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:

 „ბათუმში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სპონტანური აქცია არ გამოუწვევია საპატრულო პოლიციის მიერ,  იმ კონკრეტულ დღეს დაწერილ ჯარიმას. ეს ჯარიმა იყო ბოლო წვეთი იმ უსამართლობისა, ნეპოტიზმისა, კორუფციისა დ მძიმე სოციაულური ფონისა, რაც დაგროვდა ბოლო 5წლის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებელი პირები გამოსულიყვნენ და დალაპარაკებოდნენ მოსახლეობას, რომელიც 10 საათის განმავლობაში მართავდა მშვიდობიან აქციას, ხელისუფლება ჩადგა სირაქლემას პოზიცაში და საკუთარ მოქალაქეებთან საუბარზე განაცხადა უარი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას შეესრულებინა დაპირებები, გაეთავისუფლებინა აქციის დროს დაკავებული 6 პირი, ეს დაპირება მისცა შსს-ს მინისტრის პირველმა მაოდგილემ, მან აქციის მონაწილეები დარბია სპეცრაზმის მეშვეობით. ამის შემდეგ გამოჩნდა გარკვეული ჯგუფი სუს-ის მიერ მართული, რომელმაც დაიწყო ძალადობა სპეცრაზმზე, რასაც შემდგომში მოჰყვა ვანდალური ფაქტები. ამ დროსაც ხელისუფლებამ გამოიჩინა უპასუხისმგებლობა, ნაცვლად იმისა, რომ გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ვანდალიზმისა და დანაშაულის აღსაკვეთად, მშვიდად უყურებდა, თუ როგორ ნადგურდებოდა ბათუმის ქუჩები. ეს ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შემდგომ გადაებრალებინა პოლიტიკური ოპონენტებისთვის“,-განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics