23:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 13:29:04, 2160 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წერეთელი: გაუთქმელობის პრინციპი მხოლოდ პროკურატურის დისკრეცია არ უნდა იყოს

ფრაქცია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე გიგი წერეთელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანას მხარს უჭერს.

,,ბოლო პერიოდის გახმაურებულმა საქმეებმა, განსაკუთრებით კი ეს გამოჩნდა ე.წ ციანიდის საქმეზე, როცა ხშირად იყო ნახსენები გაუთქმელობის პრინციპი, აჩვენა რომ ამით თითქოს საინტერესო ფაქტები დაიმალა ან არ გახმაურდა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საჭიროა კანონის დახვეწა იმისთვის, რომ გაუთქმელობის პრინციპი არ იყოს მხოლოდ პროკურატურის დისკრეცია ამ შემთხვევაში და არ ხდებოდეს გამოყენება სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაძლებელია ამ ყველაფრის მოდერნიზება და არსებობს წინადადებებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ განსახილველი საკითხია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, სისხლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდეს და დაცვის მხარის უფლებები გაიზარდოს, რომ მხარეთა თანასწორობა დაცული იყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics