|
2017-03-07 11:40:46, 2183 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: კოორდინირებული მუშაობით თავიდან ავიცილებთ რისკებს, რაც ლოგიკურია, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდგომ პროცესს ახლდეს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, მოგზაურთა ნაკადი გაიზრდება და ამ დატვირთვას შესაძლოა, აეროპორტებმა ვერ გაუძლონ. დოლიძის თქმით, ბუნებრივია, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას თავისი რისკები ახლავს, თუმცა სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ შესაბამის ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ამგვარ რისკებს თავიდან აიცილებენ. „ბუნებრივია, ამ პროცესს თავისი რისკები ახლავს თან და ჩვენ ვითვალისწინებთ რისკებს. სწორედ ამიტომ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, განსაკუთრებით ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. არა მარტო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, არამედ ნებისმიერი იმ სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ჩართული იქნებიან აღნიშნულ პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორს. გუშინ ტურ-ოპერატორებთან მქონდა შეხვედრა. დღეს აქ ვარ და მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შეძლონ მათ ამ რისკებთან გამკლავება. არ მგონია, რომ დიდი პრობლემა წარმოიშვება, სწორედ ამიტომაც იქნება საუბარი ვიზალიბერალიზაციის შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე. მნიშვნელოვანია, ყველამ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, ამგვარი მოქმედებით თავიდან ავიცილებთ იმ რისკებს, რაც აბსულუტურად ლოგიკურია, ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)