02:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 17:40:08, 2494 ნახვა

კომენტარი
„არსებობს მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული წულუკიანი, რომელიც თავის პატრონთან ერთად, საქართველოზე შურს იძიებს“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა და ამ კონტექსტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გააკრიტიკა. 

ყოფილმა პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თეა ბურჯალიანიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბურჯალიანი არის მსოფლიო კლასის იურისტი. 

მისივე თქმით, თეა წულუკიანის ფუნქცია არის, რომ საქართველო საერთაშორისო სასამართლოებში როგორმე გამტყუნდეს. 

"პრაქტიკულად, ხელოვნურად შეწყვიტეს გამოძიება მაგალითად, ჰააგის სარჩელებზე, რომ იქნებ ქართველი ჯარისკაცები გაამტყუნოს ჰააგის სასამართლოში და ასე შემდეგ. ეს არის ის, რასაც გვიკეთებენ. არსებობს თიკო ბურჯალიანი - საქართველოსთვის დამშვრალი და მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც არავისზე არაა გაბრაზებული და მთელ მსოფლიოზე გაბრაზებული თეა წულუკიანი, რომელიც რატომღაც მთელ მსოფლიოზე გაბრაზებას საქართველოზე იძიებს შურს, თავის პატრონთან ერთად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics