|
2017-02-23 15:12:08, 2099 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია თინა ბოკუჩავას: უვიცობის დემონსტრირებას ახდენ ტრიბუნიდან
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ბესელიამ ბოკუჩავას მიმართა და განუცხადა, რომ ის „უვიცობის დემონსტრირებას ახდენს“. „ჩემს წინა გამომსვლელს აუცილებლად უნდა ვუთხრა, რომ ცოტა მეტი დრო დახარჯოს და წაიკითხოს, რაზე საუბრობს კანონპროექტი. აბსოლუტურად არაკომპეტენტური, აბსოლუტურად ზედაპირული, აბსოლუტურად საკითხისადმი სრულიად უვიცი დამოკიდებულება არის ის, რასაც ახლა ვისმენდი მე პირადად. ჯერ ერთი, ის მაინც უნდა წაიკითხოთ, ვინ არის კანონპროექტის ინიციატორი და უბრალოდ ამისთვის ცოტა მეტი დრო უნდა დახარჯოთ, იმაზე უფრო ნაკლები, რაც იმ არასერიოზული შეფასებების გაკეთებას სჭირდება, რასაც ახლა პარლამენტი ისმენდა. პარლამენტის სტანდარტი ისიც, არის რომ პარლამენტის წევრმა, რომელიც საკითხზე საუბრობს და აქვს პრეტენზია, რომ მას გულდასმითა და ყურადღებით უნდა მოუსმინონ, უნდა იცოდეს რაზე საუბრობს. არც ის იცი და წარმოდგენა არა გაქვს, საერთოდ რას ნიშნავს ინსპექტორის ფუნქცია და უფლებამოსილება, არც იმ მოდელთან დაკავშირებით არა გაქვთ არავითარი წარმოდგენა, რა არის სისტემა, რა ტიპის კონტროლის მექანიზმზე ვსაუბრობთ და არც იმ კანონპროექტის კონკრეტულ, ძირითად პრინციპს ეხებოდა ეს ყველაფერი. ამიტომ, როდესაც პერსონალურ მომართვებს აკეთებთ როდესაც პერსონალურ მომართვებს აკეთებთ, პერსონალურად მიიღებთ პასუხს. ამიტომ ამ უვიცობის დემონსტრირებას რომ მოახდენ ტრიბუნიდან პასუხსაც მიიღებ. კარგად წაიკითხე კანონპროექტი, კარგად გაერკვიე რაზე საუბრობ და მერე შეიძლება ვინმემ მოგისმინოს კიდეც ამ საკითხზე. ეს არის სრულიად არაკომპეტენტური გამოსვლა, ეს არის ჩემი შეფასება. წესი ისიც არის, რომ დეპუტატი ადგილიდან არ უნდა ყვიროდეს და ხანდახან რეგლამენტშიც ჩაიხედე“,-განაცხადა ბესელიამ. საპასუხოდ ბოკუჩავამ ეკა ბესელიას „უტიფარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია: „მიკროფონების გამორთვით და დეპუტატებისთვის ლექციების წაკითხვით ამ პრობლემას რაც ჩვენს წინაშე დგას, არ ეშველება ქალბატონო ეკა. თქვენ გქონდათ 5 წუთი იმისთვის, რომ ჩვენთვის მორალი წაგეკითხათ. თქვენ ატყუებთ საზოგადოებას, რომ ამ უწყებით რაიმეს ცვლით, თვალებში ნაცარს აყრით ყველას. როცა რეალურად არაფერი არ იცვლება. არ შემეძლო, რომ უპასუხოდ დამეტოვებინა თქვენი უტიფრობა“, - მიმართა ბოკუჩამ ბესელიას. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს კორექტულობისკენ მოუწოდა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)