02:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 16:16:44, 1960 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: ზოგიერთებმა ეს ამბავი ეკლესიაზე სრულმასშტაბიანი იერიშის მისატანად გამოიყენეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ პირი, რომლის მკვლელობის მცდელობაც იგეგმებოდა, პატრიარქი იყო.

 თალაკვაძის თქმით, დღესაც იგივე პოზიციაზეა, რომ თუ რა ტიპის დანაშაული მზადდებოდა და ვის წინააღმდეგ იყო ეს დანაშაული მიმართული, ამას დაადგენს გამოძიება.

"ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.  სამწუხაროა, რომ გამოძიების დასრულებამდე არაერთმა პოლიტიკურმა პირმა ოპოზიციიდან სცადა, რომ თვითონ შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის სხვადასხვა ვერსია. ასევე სამწუხაროა, რომ ზოგიერთებმა ეს ამბავი გამოიყენეს ეკლესიაზე სრულ მასშტაბიანი იერიშის მისატანად და ეკლესიის ავტორიტეტის შესაბღალად. 13 თებერვალსაც ვთქვი და დღესაც იგივე პოზიციაზე ვარ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, უნდა ვაცადოთ გამოძიებას, თავისი საქმე გააკეთოს. პრემიერის განცხადებაშიც ნათლად ჩანს იგივე პოზიცია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში შეუძლებელია, რომელიმე მედიამ წინასწარ დაადგინოს, გამოძიების დასრულებამდე თუ რა მოხდა",-აღნიშნა თალაკვაძემ.

კითხვაზე- პროკურატურის მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ხომ არ იყო, თალაკვაძემ უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს.

„მე ასე არ ვფიქრობ, რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ამაზე დამატებით კომენტარს სავარაუდოდ პროკურატურა გააკეთებს დღეს",-აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics