2017-02-16 12:41:44, 1934 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: უმრავლესობის წევრებს პრეზიდენტის მთავარსარდლის ფუნქციასთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუთქვამთ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, საკონსტიტუციო კომისიის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან არ გამოთქმულა მოსაზრება, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტის მთავარსარდლის ფუნქციასთან დაკავშირებით განსხვავებული ჩანაწერი უნდა გაჩნდეს.
„უმრავლესობის წევრებს პრეზიდენტის მთავარსარდლის ფუნქციასთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუთქვამს. ჩვენი გუნდის მხრიდან არ ყოფილა მოსაზრება გამოთქმული, რომ განსხვავებული ჩანაწერი უნდა გაჩნდეს“, - განმარტა ეკა ბესელიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან