|
2017-02-15 13:45:01, 1832 ნახვა
კომენტარი
ხათუნა სამნიძე: მეუფე იაკობი პრემიერთან დაახლოებული პირია
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრები საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, მეუფე იაკობი პრემიერთან დაახლოებული პირია, რასაც პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მის მიერ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს. სამნიძის თქმით, პრემიერმა უდანაშაულობის პრეზუმფცია უხეშად დაარღვია. მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქის ტახტის მემკვიდრეებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს: „ ჩანს ორი მხარე, ერთი არის ბათუმის მიტროპოლიტის, დიმიტრი შიოლაშვილის მხარე, რომლის გარემოცვაშიც არის დაკავებული დეკანოზი, ასევე დაცვის უფროსი, რომელიც არის მისი სიძე და მეორე მხრივ, არის იაკობი, რომლის რიტორიკა ცდება სასულიერო პირის ტერმინოლოგიას, როგორც ის მეტყველებს. იაკობი არის პრემიერთან დაახლოებული პირი, ამას ადასტურებს პრემიერის საჯარო განცხადება პროკურატურის განცხადების მეორე დღესვე, როდესაც მან უდანაშაულობის პრეზუმცია უხეშად დაარღვია და მხარე დაიკავა, ეს ადასტურებს ამ მახინჯ ურთიერთობას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)