15:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 16:56:52, 1873 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წერეთელი: პატრიარქის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის განცხადებით, პატრიარქის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება გამოძიების პროცესი, დამაჯერებლობის ხარისხი მით უფრო დაიკლებს.

„ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურისგან განცხადებები და მათი გადმოსახედიდან საკმაოდ დამაჯერებლად საუბრობდნენ. ახლა საინტერესოა ახალი ინფორმაცია თუ რა დაადგინა გამოძიებამ. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რაც უფრო გაიწელება პროცესი მით უფრო მეტი ვერსია იტრიალებს და მით უფრო დაიკლებს დამაჯერებლობის ხარისხი. პროკურატურის ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძება დროულად გასცეს კითხვებს პასუხი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოთხოვნა არამედ დარწმუნებული ვარ ეს საზოგადოების გამყარებული აზრია. საგამოძიებო მოქმედებების თავლსაზრისით  პრაქტიკულად ინფორმაციული შიმშილია. ვთვლი, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხში განცხადებები ყოველ საათში უნდა  კეთდებოდეს. ამ მოვლენებს ბევრი ფიქრი სჭირდება მითუმეტეს მამა გიორგის მიერ გავრცელებულ წერილში გაკეთებული მინიშნებები აღძრავს ეჭვს; რა არის აქ ხელისუფლების როლი და შეიძლება თუ არა იყოს ამაში რაღაც ქონებრივი საკითხები და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ასე არ უნდა გაგრძელდეს“,-განაცხადა წერეთელმა.

საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა პროკურატურას მოუწოდა პატრიარქის შესაძლოა მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად ჩაატაროს გამოძიება და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics