2017-02-09 15:19:01, 3819 ნახვა
კულტურა
Aerosmith-ის გიტარისტი საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს
ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფ Aerosmith-ის გიტარისტი ჯო პერი საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს,
სპეციალური მიმართვა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ Aerosmith საქართველოში 20 მაისს ჩამოვა და კონცერტს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გამართავს.
ჯგუფი საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და ასევე კონცერტებს ისრაელში, რუსეთში, გერმანიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გამართავს.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ზუსტი ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მისი ღირებულა დაახლოებით 70 ლარიდან დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან