01:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 15:55:28, 1791 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ევროპარლამენტის თანხმობა ვიზალიბერალიზაციაზე თითოეული ჩვენი მოქალაქის დამსახურებაა

„ეს არის დამსახურება ძალიან დიდი მხარდაჭერის ევროპული იდეის მიმართ, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია“, - ასე გამოეხმაურა  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას.

კობახიძის თქმით, ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.  

„ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით. მივიღეთ ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო თანხმობა ევროპული პარლამენტისგან, ეს არის, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი მოქალაქის დამსახურება, დამსახურება იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის დამსახურება ძალიან დიდი მხარდაჭერის ევროპული იდეის მიმართ, რომელიც არის ჩვენ საზოგადოებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics